ბორჯომის საბაგიროს ერთდროულად 25 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. საბაგიროს ორ სადგურს შორის მანძილი 376 მეტრია.
საბაგირო გზის ტექნიკური პარამეტრები:
1. საბაგირო გზის დანიშნულება – მგზავრთა გადაყვანა 2. ტიპი – ორბაგირიანი, ერთხაზიანი, ქანქარისებრი 3. მდებარეობა – დამჭიმი სადგური მდებარეობს ბორჯომპარკის ტერიტორიაზე, ხოლო ამძრავი სადგური ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე 4. გზის დახრილი სიგრძე – 400 მეტრი 5. სიმაღლეთა სხვაობა სადგურებს შორის – 112 მეტრი 6. ვაგონი-25 კაციანი, ერთი გამყოლით, საპარაშუტე მოწყობილობით და მგზავრთა ევაკუაციის საშუალებებით 7. ვაგონის გადაადგილების სიჩქარე – 3.2 მ/წმ 8. ამძრავი-მუდმივი დენის, ტირისტორული მართვით 9. ძირითადი ძრავის სიმძლავრე 75 კვტ 10. გზის გამტარუნარიანობა ერთი მიმართულებით – 250 კაცი/საათში 11. მგზავრობის დრო 3 წუთი 12. მზიდი ბაგირი – 45 მმ 13. გამწევი ბაგირი – 19.5 მმ