Description of the image
კიდული სახალხო საბაგირო გზა
2011
მარტვილი
3.75მ/წმ
სიჩქარე
670
სიგრძე
83
სხვაობა
3წთ
დრო
პროექტის შესახებ
2024
მარტვილი
„კიდული სახალხო საბაგირო გზა - მარტივლი“ აშენდა საბჭოთა საქართველოს დროს და რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქსპეცტრანსის მიერ 2011 წელს. ექსპლუატაციაში ჩაეშვა 1985 წელს. მას ერთი შუალედური საყრდენი აქვს, ამძრავი და მზიდი ბაგირის დამჭიმავ ფუნქციას ასრულებს ქვედა სადგური.
მარტვილის ქანქარისებრი ტიპის, ორბაგირიანი, ერთგზიანი ბაგირგზა დაპროექტებულია ინსტიტუტ "საქსპეცტრანსის" მიერ. საბაგირო გზაზე მოძრაობს თბილავიამშენის სტანდარტული 12 ადგილიანი ვაგონი. 2013 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ქვედა სადგური შუშით შეიმოსა. 2019 წელს ჩატარდა საბაგიროს კოსმეტიკური რემონტი. პროექტის ავტორი: ვახტანგ ლეჟავა.
დამატებითი ინფორმაცია
კიდული საბაგირო გზა ქ. მარტვილში წარმოადგენს ორბაგირიან, ერთხაზიან, ქანქარასებრ გზას. ბაგირგზის ქვედა სადგურის შენობის ნახევრადსარდაფში, რომელიც მდებარეობს ქ. მარტვილის ცენტრში, განთავსებულია ამძრავი მოწყობილობა. აქვეა განთავსებული მზიდი და საწევი ბაგირების დამჭიმავი ტვირთები.
შენობის მეორე სართულზე განთავსებულია მართვის ელექტრო კარადა და ვაგონის მდებარეობის მაჩვენებელი საინფორმაციო მოწყობილობა.
შენობის სახურავზე დამონტაჟებულია ქარის სიჩქარის გამზომი მოწყობილობა. ქვედა სადგურზე დამონტაჟებულია სამი 2500 მმ საწევი ბაგირის შკივი.
მდებარეობა