სოფელი ზედა რგანი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (სარქველთუბნის თემი), ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის ხეობაში მდებარეობს. მას ზღვის დონიდან 600 მეტრი, ჭიათურიდან კი 7 კილომეტრი აშორებს.
სოფელში არის მანგანუმის საბადო და კვარციანი ქვიშის კარიერი.
ზედა რგანი იმით არის გამორჩეული, რომ აქედან ჩანს უნიკალური ხედი ქალაქ ჭიათურასა და მდინარე ყვირილას ხეობაზე და აქ ფუნქციონირებს ყველაზე მეტად დახრილი საჰაერო საბაგირო გზა საქართველოში.